თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება ბაჩალიაშვილის გამომძიებლის, სერგო შუბითიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, მან ბევრის საეჭვო დეტალი იპოვა საქმეში და მისი აზრით, ეს იყო მკვლელობა და არა თვითმკვლელობა.
თეონა თამაზაშვილი:
“მადლობას ვუხდი ბატონ სერგო შუბითიძეს. პატიოსან, ჭკვიან, შორსმჭვრეტელ ადამიანს. ამ აღიარებით მან – პირველი გადაირჩინა ფიზიკურად თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ. რამეთუ იცოდა ადრე თუ გვიან გაყალბებაში მონაწილე ყველა მოწმეს ჩუმად მოიშორებდნენ. (ვილა ალგეთის მეპატრონესავით. ისიც კი არ დაინდეს, რადგან მითხრა შენი შვილი მოკლესო). მეორე – ამით ვაჟკაცური მაგალითი უჩვენა ყველას და მოუწოდა ისინიც ალაპარაკდნენ, რადგან ეს არის ყველაზე სწორი საქციელი. მესამე – მართალი წავა უფალთან 100 წლის მერე (განკითხვის დღეს) და შვილებიც იამაყებენ მისით. ისე რომ არჩევანი თქვენზეა სანამ დროა.”
შეგახსენებთ, ვილა ალგეთის მეპატრონე, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა.
კომენტარები