სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სკოლაზე თავდასხმისას 9 ბავშვი და მცველი დაიღუპა, ხოლო 6 მოსწავლე და მასწავლებელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგრადის პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, არასრულწლოვანმა, რომელმაც სკოლას ცეცხლი გაუხსნა, თავდასხმამდე საკლასო ოთახების ესკიზები დახატა და იმ ადამიანების სია შეადგინა, რომლებიც ზედმიწევნით დაგეგმილი თავდასხმის მთავარი სამიზნეები იყვნენ. მკვლელმა თავდასხმის დასრულების შემდეგ პოლიცია თავად გამოიძახა.
პოლიციამ დაადგინა, რომ მკვლელი ვლადისლავ რიბნიკარის სკოლის მოსწავლე, 13 წლის კოსტა კეჩმანოვიჩია. პოლიციის ცნობით, კეჩმანოვიჩმა მამის ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რომელიც ლიცენზირებული იყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრატისლავ გაშიჩმა თქვა, რომ იარაღი სეიფში ინახებოდა, მაგრამ მოზარდმა, როგორც ჩანს, კოდი იცოდა. მისი თქმით, მამაც დააკავეს.
კომენტარები