ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს, რომელიც მან ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა, ეხმაურება და წერს:
“ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს:
– ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი შვილის თანატოლი ბავშვები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა “ფრანკლინის კლუბის” დისკუსიებში მონაწილეობის გამო, თვითონ კი შვილი ამერიკაში, ფრანკლინის მიერ დაარსებულ, ლიბერალიზმის პრინციპენზე მდგარ პენსილვანიის უნივერსიტეტში გაუშვა სასწავლებლად;
– დედების, მამების და ბავშვების პატივისცემაზე გვმოძღვრავს კაცი, რომელიც მის სამსახურთან გაყინული და ნატანჯი დედების ცრემლებს და მოთქმას აყურებინებს მათ შვილებს და ქმრებს, თვითონ კი ერთხელაც არ შეწუხებულა მათთვის მოესმინა;
– მას ჰგონია, რომ ოჯახის პატივისცემა მამისთვის ღვინის ქარხნის, ხოლო ცოლისთვის სახელმწიფო ტყის ჩუქებაა.
სინამდვილეში, ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია. სამწუხაროდ, მისი ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე”.
კომენტარები