უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერ მინისტრებთან ალექსანდრ დე კროსთან და მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა რეალისტურად აფასებს ნატოს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს.
“ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ომის დროს ნატოს ნაწილი ვერ გავხდებით, მაგრამ ჩვენ გვინდა ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ვიქნებით ნატოში” – თქვა მან
ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ნატოს დე ფაქტო წევრია და ახლა ალიანსს კანონის მიხედვით უნდა შეუერთდეს.
კომენტარები