ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
სასტიკი დანაშაული თბილისში – გამოძიების ინფორმაციით, 36 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით მოსაკლავად ბიძაშვილმა გაიმეტა. საქმის მასალების მიხედვით, 41 წლის კაცმა ნათესავს დაზიანებები ჯერ ხელკეტით მიაყენა, შემდეგ ელექტროშოკით აწამა და ბოლოს გაგუდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა კვალის დაფარვის მიზნით ტერიტორია მოასუფთავა და ნივთმტკიცებები ადგილიდან გააქრო, გოგოს ოჯახს კი დაურეკა და უთხრა, რომ 36 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ტვ პირველის ინფორმაციით, ბინაში მისულ ქალის ახლობლებს ადგილზე შემზარავი სურათი დახვდათ. “მსხვერპლი ნაწამები და აჩეხილი იყო”.
მედიის ცნობით, ბიძაშვილის სასტიკი მკვლელობა კაცმა მოწმის სახით დაკითხვისას თავად აღიარა. დაკავებულმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა. მისი ადვოკატი საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემას ითხოვს.
„საძინებელში იპოვეს ნაწამები… მცირეწლოვანი შვილი დარჩა“ – სასტიკი მკველობის ახალი დეტალები
კომენტარები