ფოტო – ტვ პირველი
ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებისას ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე “გიჩოა”.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ძველ კონფლიქტს გამო მოჰყვა და სროლას წინ ხმაური და გარჩევა უძღოდა.
მედია წერს, რომ ე.წ. გარჩევისას “გიჩოს” მისამართით გაისროლეს, რა დროსაც მარგველაშვილის დაცვის წევრმა, საპასუხო გასროლა განახორციელა.
მთავარი არხის ინფორმაციით, ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილზე თავდამსხმელი 40 წლამდე საბა გახოკიაა და მედიის ცნობით, მას ბიზნესმენის დაცვამ ესროლა.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შემთხვევა კაფე “ლა ვერაში” მოხდა და გარჩევაში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა.
კომენტარები