წალენჯიხაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობენ. ამჯერად, მუნიციპალიტეტში გიორგი მებონიას სახელობის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული განმარტავს, პროექტის მნიშვნელობას მისი მდებარეობაც განაპირობებს.
მისივე თქმით, აღნიშნული მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 485 000 ლარია განკუთვნილი. სამუშაოები სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დასრულდება.
“წალენჯიხაში გიორგი მებონიას სახელობის სპორტული მოედანი კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც ჩვენ ბიუჯეტიდან 485 000 ლარი გამოვყავით. სამუშაოების დასრულებას დაახლოებით, ივნისის ბოლოსთვის ვვარაუდობთ. გვინდა მოედანზე მოვაწყოთ სპეციალური უსაფრთხოების კუნძულები, დავხაზოთ, ასევე, განვათავსოთ დეკორატიული სანათები, საგზაო ნიშნები და წყალსაწრეტები. ეს იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის მოედანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელთან და მისი სახით კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატება წალენჯიხას”, – განაცხადა ივანე ბურდულმა.
კომენტარები