ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“ირაკლი ბებუას შემდეგ, რომელიც სოხუმის ციხეში და სეპარატისტ – ოკუპანტების განაჩენის შესაბამისად მოუწევს კიდევ 6 წელი ჯდომა, უკვე ქრისტინე თაკალანძეს მიუსაჯეს 10.5 წელი ციხე.
რა დააშავა?
მას შეუთითხნეს ბრალდება, თითქოსდა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების მიზანმიმართულ ტერორს და დანარჩენების დასაშინებლად “სამაგალითოდ” სჯის მის მიერვე შერჩეულ პატრიოტებს.
რა კეთდება ამის საპირწონედ?
სამწუხაროდ, არაფერი.
ქართული ოცნება რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოსთან პირდაპირ კოლაბორაციაშია და ზრუნავს ორკების კომფორტზე.
ეს გაგრძელდება იმ დღემდე, სანამდე ჩვენ არ გავამგზავრებთ ამ მთავრობას რუსული ვაენი კარაბლის კვალზე.
. წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით რუსეთის გუბერნიად, როგორადაც უკვე გვაქცია “რუსულ-ქართულმა ოცნებამ”
შეგახსენებთ, რომ გალში ოკუპანტებმა მძევლად 24 წლის გოგო 2022 წელს აიყვანეს. ქრისტინე თაკალანძის დატყვევების უმძიმეს ვიდეომასალას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებდა და საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმი ჯაშუშობაში ადანაშაულებდა.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფორმაციას მოიპოვებდა და ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა.
მცირეწლოვანი შვილის დედა გალში მშობლებთან იმყოფებოდა, რა დროსაც მის საცხოვრებელ სახლში სპეცრაზმის შევრდა, ოჯახი ააწიოკა და ქალი იზოლატორში წაიყვანა.
კომენტარები