რუსული რეჟიმისა და უკრაინაში ომის მხარდამჭერი იაკუტელი მომღერალი, ვარია მაქსიმა საქართველოში საავტორო ტურს „Гамарджоба, Грузия”-ს გეგმავს, – ინფორმაციას Эхо Кавказа იაკუტელი ბლოგერის, აიხალ ამმოსოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მან გამოცემას უთხრა, ვარია მაქსიმა რუსულ ომს აქტიურად უჭერს მხარს და ამ მიზნით კონცერტებსაც კი მართავს. კონცერტისგან შემოსულ თანხას კი რუსულ არმიას სწირავს.
“ის ერთ-ერთი პროპაგანდისტია, სახას რესპუბლიკაში (იაკუტიაში) ის ჩართული იყო პროპაგანდაში, მონაწილეობდა “Z-კონცერტებში” და იაკუტელ კაცებს მოუწოდებდა, რომ ომში წასულიყო,” – ციტირებს გამოცემა აქტივისტს.
მისივე თქმით, ის ფიქრობს რომ საქართველოს სასაზღვრო დაცვა მას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარს არ ეტყვის, თუმცა ტურის მოწყობაში ხელს ქართველი აქტივისტები შეუშლიან.
როგორც მომღერლის ინსტაგრამის გვერდზე წერია, ტური 6- 12 მაისი ფარგლებში გაიმართება. მისივე თქმით, ტურის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ქალაქებს ეწვევიან და დაათვალიერებენ გორის, ყაზბეგის, კახეთის, ბორჯომისა და სხვა რეგიონების ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს
კომენტარები