ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
– ბატონო ზაზა, ამერიკის სახდეპმა რატომ დაასანქცირა 4 მოსამართლე და დავუშვათ, რატომ არ დაასანქცირა 10 მოსამართლე? იგივე დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე, ნინო ქადაგიძე და სხვები სახელდებოდნენ კლანის წევრებად, კიდევ ბევრს მოსამართლეზე კორუფციის სავარაუდო ფაქტებიც არსებობს. სხვები დაინდეს?
– ჩემი აზრით, სავარაუდოდ, ამოარჩიეს ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის იყვნენ მიუღებელნი და სასამართლო სისტემას ატერორებდნენ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არიან კვალიფიციური მოსამართლეები. მე მგონი, ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავს ჩვენნაირი კვალიფიციური მოსამართლეები, მაგრამ ისინი არ არიან დამოუკიდებლები, კლანი ანგრევს სისტემას. თუ გვინდა, რომ ჩვენი მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები, ეს კლანი უნდა ამოიძირკვოს სისტემიდან. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი, დაახლოებით 2015 წელია, თბილისში კონფერენციაზე ჩამოსულმა გერმანელმა მოსამართლეებმა მითხრეს ნათია გუჯაბიძესა და ქეთევენ მესხიშვილზე. ეს მოსამართლეები გერმანიაში იყვნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩამოსულნი და რა კვალიფიკაცია უნდა აემაღლებინათ, ეგეთი კვალიფიციური მოსამართლეები ჩვენ არ გვყავს, გერმანელ მოსამართლეებზე უკეთ იციან გერმანული სამართალიო. არიან ერთეულები, რომლებიც ჯერ კიდევ დამუოიკიდებლად, კლანის ზეგავლენის გარეშე აწარმოებენ სამოსამართლეო პრაქტიკას. ასეთი მოსამართლეები არ უნდა ვლანძღოთ, კლანის წევრ და კლანის მართულ მოსამართლეებთან ერთად არ უნდა განვიხილოთ. სანქციებს რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო, რომ ისინი გამოიყენეს და ეს უნდა გაგრძელდეს. „ქართულმა ოცნებამ“ უბინძურესი რამ ჩაიდინა. შენ გახსოვს, მე და შენ ქუჩაში ვიდექით მაშინ. 2012 წელს, პარლამენტმა აქტი მიიღო და 200 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. ვინც ეს ხალხი პოლიტიკურ პატიმრად აქცია, ციხეში გაუშვა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ანხორციელებდა, ის მოსამართლეები უვადოდ დანიშნეს, ზოგი დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში. არადა, მათ წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაწყებულიყო, დამნაშვენი უნდა დასჯილიყვენ. რამდენი ვიბრძოლეთ სააკაშვილის რეჟიმის დროს, რამდენი გადავიტანეთ, დევნა და ათასი უბედურება. მერე ბიძინა ივანიშვილმა დრო იხელთა, მიიტაცა ხელისუფლება და მთელი დანაშაულებრივი სისტემა, მათ შორის სასამართლო სისტემა თავის მოსამართლეებიანად, გადაიბარა. 26 მაისის, სხვა საპროტესტო აქციების მერე, ადმინისტრაციულ სასჯელს აკისრებდნენ ხალხს, მოსამართლეები მათ ეუბნებოდნენ, ჩვენ მიშას რას ერჩით, ძალიან კარგი პრეზიდენტიაო. მაგათი მიშა იყო, მიშას სასამართლო იყო და ბიძინამ დაინახა მოსამართლეთა ეს მორჩილება და მოეწონა, რა კარგია ერთი კაცის სასამართლოო. ბიძინა უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა. ყველა საქმეზე კი არ განახორციელა ზედამხედველობა, თავად, სისტემას რომ სჭირდება, იმ საქმეებზე გამოაქვთ სათავისო ვერდიქტები, კონკრეტულ საქმეებზეა მოსამართლეებზე ზეწოლა თუ კლანის გავლენა და არა ყველაზე, როგორც მიშას დროს იყო. მაშინ სასამართლო სისტემაში 0.1% იყო გამამართლებელი განაჩენი. ახლა 5–7%–ია, რაც მაღალი მაჩვენებელია, უფრო მეტი ვიდრე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში. ეს მაჩვენებელი უკვე საშუალო ევროპული დონისა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცენტულად უფრო მეტიც კია გამამართლებელი განაჩენები. თუმცა, როცა ბიძინა ივანიშვილს სჭირდება პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება, ყურებიდან ჰყავს დაჭერილი მოსამართლეები და რასაც დაუკვეთს, ის გადაწყვეტილება გამოაქვთ. მიშას პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ყველა საქმეზე ანხორციელებდა, როგორ შეიძლებოდა, ადვოკატი მართალი ყოფილიყო და პროკურორი მტყუანი? თელავში მოხდა ასეთი შემთხვევა. ჩხუბი მოხდა და ერთი კაცი მაგრად სცემეს, თუმცა, ცოცხალი დარჩა თუ მკვდარი, არავინ იცოდა. დაიწყო მკლელობის მიხლით გამოძიება, თუმცა, მოკლულის ცხედარი არ ჩანდა. ერთმა ცოლ–ქმარმა იჩუბა ორი დღის მერე და ცოლმა პოლიციაში განაცხადა, ის კაცი ჩემმა ქმარმა მოკლა, ორი დღის წინ იჩხუბესო. დაიჭირეს ეს ქმარი, მოკლეს კინაღამ ცემაში და აღიარებინეს, კი, მე მოვკალიო. ის მოკლული კაცი, ჩხუბის მერე თურმე საყვარელთნ წავიდა სხვა ქალაქში. ერთი 5 თვის მერე, ამ მოკლულად ჩათვლილ კაცს მოსწყინდა საყვარელთან ყოფნა, ჩამოვიდა თელვში და მივიდა მეზობლის სასამართლო პროცესზე, რომელსაც მის მკლელობას აბრალებენ. მოსამართლეს ეუბნება, ცოცხალი ვარ, ხომ ხედვთ, ამ კაცს არ მოვუკვლივარ, უდანაშაულოა და გამოუშვითო. მოსამართლემ იცი, რა უპასუხა? შენ პროკურორზე კარგად იცი, ცოცხალი ხარ თუ მკვდარიო? ბოლოს გამოუშვეს ის უნაშაული კაცი, სხვა გზა არ იყო. ასეთი მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები იყვნენ და კი არ დასჯეს, დატოვეს და ბევრი დააწინაურეს. ახლა გამოდის ირაკლი ოქრუაშვილი და რაღაცებს გვმოძღვრავს. შევარდნაძის დროს ვიბრძოლეთ და იმას მივაღწიეთ, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ პროკურატურა იყოს სასამრთლოს შემდგენლობაშიო. ამის გამო იყო, პროკურატურა ვეღარ ძალადობდა სასამართლოზე და ადვოკატები ისეთ საქმეებს იგებდნენ, დღეს წარმოუდგენელია ამგვარი საქმების მოგება. მერე მოვიდა სააკაშვილი და ეს კონსტიტუციური ნორმა გააუქმა და ლომის წილი ამ საქმეში მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ირაკლი ოქრუშვილს მიუძვის. ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმდენად დებილები არიან, არც კონსტიტუცია იციან, არც ის, რა ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში. ეგეთ უწიგნურებს როგორ პოულობენ? ივანიშვილის დონის პარლამენტია. ჩემი აზრით, როგორი გაუნათლებელიც არის ივანიშვილი, ისეთი პარლამენტი ჰყავს. როგორ შეიძლება ქვეყანამ ვერ დანიშნოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც, ელემენტარულად, წაიკითხავს, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამით შეუძლიათ მაგარი ანალიზი გააკეთონ, რა რესპრესიული სისტემა იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. ამ უტვინოებმა, ამ უცოდინრებმა, სააკაშვილი აქციეს პოლიტპატიმრად. „ქართული ოცნება“ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, თეა წულუკიანი ახალი დანიშნული იყო და მაშინ ვუთხარი, თეა, სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურას“ ეძახიან, მიშას თქვენ არავინ დაგაჭერინებთ, დოქტორ დოტის საქმე გამოიძიეთ–მეთქი. ხომ გახსოვს დოქტორ დოტი, ეროტიკულ მასაჟებს უკეთებდა სააკაშვილს, საპრეზიდენტო თვითმფრინავით ჩამოყავდა საქართველოში და მომსახურების საფასურს ბიუჯეტიდან უხდიდა. ეს საქმე რომ გამოიძიებინათ, მთელ ცივილიზებულ სამყაროში შეერყეოდა რეპუტაცია სააკაშვილს. არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსი მის მხრდამჭერ განცხადებას არ გააკეთებდა, კეთროვანივით იქნებოდა საერთაშორისო პოლიტიკაში, პრეზიდენტის ამგვარ საქციელს კაცი არ გაამართლებდა უცხოეთში. წულუკიანმა მითხრა, ბატონმა ბიძინამ მითხრა, 3 თვეში ბრალდება უნდა იყოს გამყარებული და დამთავრებულიო. მე ვუთხარი, ბიძინა უცოდინარია, არ იცის იურისპრუდენცია–მეთქი. რა ვქნაო–მიპასუხა, ბატონი ბიძინა როგორც მოითხოვს, ისე უნდა გავაკეთოო. შე უბედურო, დრო მოვა და თავში ჩაგარტყამენ ამ ბრალდებას–მეთქი, ვუთხარი. ეს დროც მოვიდა. დასავლეთი თავში ურტყამს ამათ, სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო. ისიც ვთქვათ, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი რად უნდა უკვეთავდეს იუსტიციის მინისტრს, ქვეყნის მთავარ ბრალმდებელს, ყოფილ პრეზიდენტს რაში უნდა დასდოს ბრალი და რა ვადაში?! ჩემთან საუბრში აღიარა წულუკიანმა, რომ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა. ჰოდა, ამ პოლიტიზირებული სასამართლოთი, საერთოდ, პოლიზირებული მართლმსაჯულების სისტემით, სადამდეც მივიდნენ, კი ვხედავთ. ამათ სამართლიანობის აღდგენა არ უნდოდათ და არც აღადგინეს.
– რამდენიმე ბობოლა „ნაცის“ გარდა, ყველა ამათ სამსახურშია და მერე სხვებს ეძახიან „ნაცებს“. სამართლიანობა აღადგინეს კი არა, ის ხალხი დააწინაურეს ყველგან, რომლებზეც არაერთი სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულებები თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და წევრებმა გაასაჯაროვეს ხელისუფლებაში მოსვლამდე.
– კი, ნამდვილად ეგრეა. „ქართული ოცნება“ რად მინდა, „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ გაიხსენე. ნინო სამხარაძე სასწაულ მტკიცებულებებს აქვეყნებდა „ნაცების“ დანაშაულებებზე. შენ, ნინო სამხარაძე, ნელი ვარდიაშვილი, ნელი თორდია, დარეჯან მეფარიშვილი, გელა ზედელშვილი, დიტო ჩუბინიძე, ირინა გოგოსაშვილი, დარეჯან ლიპარტელიანი და ყველანი, ისეთ ფაქტებს, მტკიცებულებებს აქვეყნებდით, გამოძიების დაწყება უნდოდა, მეტი არაფერი. მაშინ ტელევიზიებში არ გვიშებდნენ, „ნაცების“ ხელში იყო და „ალია“ იყო თავისუფლების ერთ–ერთი კუნძული, რომლის ჟურნალისტებსაც არ ეშინოდათ არც ცემის, არც ციხის, არც დაჭერის, ოჯახის წევრების დაჭერის და სხვა სახის რესპრესიების, არც სიკვდილისა. ამ ყველაფერზე რომ იყვნენ „ნაცები“ წამსვლელები, თქვენზე კარგად ვინ იცოდა? „ალიასა“ და „კვირის ქრონიკას“ რომ ვკითხულობდი, ისეთი რაღაცები ეწერა, მეც კი ცუდად ვხდებოდი. რად გინდა, ამათ წყალში ჩაყარეს თქვენი თავგანწირვა და ამდენი შრომა. თუმცა, სიცოცხლის რისკის ფასად ხალხს სიმართლეს ესუბნებოდით, ხალხთან პირნათელი ხართ და მთავარი რომ ეს არის, მალე გამოჩნდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
– როგორ ფიქრობთ, მოსამართლეთა სანქციები გაფრთხილება იყო ბიძინა ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და პარლამენტის წევრთათვის?
– რა თქმა უნდა. თუ ეგენი ფიქრობენ, რომ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს დაუწესეს ეს სანქციები, სცდებიან. მურუსიძე და ჩინჩალაძე „ნაცების“ დროსაც ბოგინობდნენ და მაშინაც და დღესაც დიდ უბედურებებს აკეთებდნენ. ივანიშვილს უთხრეს, თუ ჭკუაზე არ მოხვალ, შემდეგი შენ იქნებიო. რა თქმა უნდა, ეს გაფრთხილებაა ივანიშვილისთვის, მისი პოლიტიკური გარემოცვისა და კლანის წევრი სხვა მოსამართლეებისთვის. გაფრთხილებაა, რომ „ქართული ოცნება“ მიდის არასწორი მიმართულებით. უტვინობა, უცოდინრობა, ფეოდალის მორჩილება – ეს არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი სახე. ეს არის ერთი კაცის ფულით შეკოწიწებული პარტია. ივანიშვილს ხალხი აღარ გაჰყვება, არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან მოატყუა. დაპირდა, რომ აღადგენდა სამართლიანობას, დასჯიდა იმ პროკურორებს, მოსამართლეებს, რომლებიც ხალხს შავ დღეში ყრიდნენ „ნაცების“ დროს. ამ ხალხმა ჯოჯოხეთი გამოიარა, ბევრი იბრძოლა, ბოლოს გვერდში დაუდგა ივანიშვილს, მის „ქართულ ოცნებას“ და მოაგებინა არჩევნები. მერე მოატყუა ეს თავგადადებული ხალხი, ვინც ეს ჯოჯოხეთი გამოატარა, იმათი 90% დატოვა ხელისუფლებაში. ივანიშვილს იდეური მომხრეები აღარ ჰყავს, მისი დღეები დათვლილია. ფულს თუ არ მისცემს თავის მომხრეებს, არც ხმებს მისცემენ არჩევნებზე და ის პოლიტიკური გუნდიც დაეშლება. ივანიშვილისნაირი ადამიანები ამას ვერ გრძნობენ. მახსოვს, რუმინეთის კომპარტის ლიდერი, ნიკოლაე ჩაუშესკუ, ვიდრე მას და მის მეუღლეს ქუჩაში დახვრეტნენ, ორი დღით ადრე თანამდებობებს ანაწილებდა, რამდენიმე მინისტრი მოხსნა და ახალი დანიშნა, იმდენად მოწყვეტილი იყო რეალობას. ეს ოპოზიციაც ხომ სამარცხვინო გვყავს. ამერიკის მიერ მოსამართლეთა დასანქცირების მერე, საპარლამენტო–საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებენ, რომ ამერიკელთა სანქციების სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენონ. თუ ეს კომისია შეიქმნა, წინასწარ ვიცი, რა დასკვნასაც დადებს – დასანქცირებული მოსამართლეები ყველაფერში გამართლდებიან – სასამართლოს კლანი რომ მართავს, არ დამტკიცდება, არც ის, ეს სასამართლო ბიძინა ივანიშვილს რომ უზის ჯიბეში და არც მოსამართლეთა კორუმპირებულობა დადასტურდება. ეს ოპოზიცია ივანიშვილის საქმეს აკეთებს. დიდი დანაშაული მიუძღვით ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებს –„ტვ პირველს“, „მთავარს“ და „ფორმულას“, რომლებიც „ნაცებს“, მათ დანაყოფებს წარმოგვიდგენენ ოპოზიციურ ძალებად, ხალხს ატყუებენ, რომ მათ მხარდაჭერა აქვთ და სხვას არ აკარებენ ეკრანს. ერთი იგივე პოლიტიკოსები, უკვე წლებია გამოდიან ამ ტელევიზიებით. ზოგს ეს პოლიტიკოსები წამყვანები, ჟურნალისტები ჰგონია, უკვე იმდენხანს სხედან სტუდიებში და ლაპარაკობენ. თავი დამოუკიდებელი მედია ჰგონიათ. რა მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებ თუ ოპოზიციური პარტიებისას? ივანიშვილი დაგაფინანსებს თუ კეზრაშვილი? არც არაფერი, ერთია ორივე. 9 აპრილს კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ნაცები“ როგორი მთავარი ოპოზიციური ძალაც არის – 3 000 კაცს ვერ მოუყარეს თავი აქციაზე, პარტიის წევრები აღარ მიდიან მაგათ აქციებზე. ამ დროს ნამდვილი, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გადამალეს, არ აჩენენ, არ აჩვენებენ ხალხს, რადგან ეს ხალხი ერთნაირად საფრთხეა „ქართული ოცნებისთვის“ და „ნაცმოძრაობისთვისაც“. ეს ხალხი ორივეს გაიტანს ქართული პოლიტიკიდან და მათ სატელიტ პარტიებს და ცალკეულ პოლიტიკოსებსაც ზედ მიაყოლებს. იმასაც ვიტყვი, ეს ოპოზიცია პარლამენტში როცა შევიდა, ვადამდელი არჩევნებისა და კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი წაართვეს ქვეყანას. გაყალბებული არჩევნები „გაუპრავეს“ ივანიშვილს.
– ირაკლი ღარიბაშვილი უზენაეს სასამართოში დემონსტრაციულად მივიდა და გადაეფარა დასანქცირებულ მოსამართლეებს, ბოლომდე დაიცვა. ვიცოდი, რომ დაიცავდა, მაგრამ ამის გაკეთება ცოტა დელიკატურად ხომ შეიძლებოდა?
– სხვა გზა დარჩათ? ამ მოსამართლეებს ხელისუფლების ბევრი ბინძური დაკვეთა აქვთ შესრულებული და თუ არ დაიცვეს, არ მოეფერნენ, ალაპარაკდებიან. საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ, იტყვიან, რომ ხელისუფლებისგან მუქრისა და შანტაჟის, სხვა სახის ზეწოლის გამო გამოჰქონდათ პოლიტიკური და ზოგადად, უკანონო გადაწყვეტილებები. პროკურატურა, სასამართლო, სუს–ი და პოლიციაა ამ ხელისუფლების დასაყრდენი და როდესაც მხოლოდ ძალოვანი სტტრუქტურები ხდება ხელისუფლების დასაყრდენი და არა საზოგადოება, ის მალე ამთავრებს მმართველობას და ხშირ შემთხვევაში, ცუდად.
კომენტარები