დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“ეს ლექსი რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანმა მიუძღვნა , ფაშიზმთან ომში დაღუპულ 15 წლის ირინე სხირტლაძეს საინტერესო ისტორიის მატარებელია: ლექსი დაწერილია 1975 წელს და ჯანსუღის ყველა კრებულში შეტანილია ამ მიძღვნით, საოცარი სითამამე პოეტის მხოლოდ ის არ არის ამ ლექსში , რომ პოეტი ტკივილით ამბობს: ” საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავიო”, არამედ კიდევ ის , რომ ირინე სხირტლაძე გახლავთ კატინის ტრაგედიის დროს დახვრეტილის შვილი!!!!
დიახ, რთული იყო 1975 წელს ხმამაღლა გეთქვა, სად ჰყავდა საქართველოს ომში დასაკარგავი შვილიო, თან რუსეთის მოწინააღმდეგის, რუსების მიერ დახვრეტილის შვილისთვის მიგეძღვნა ლექსი! ასეა, ეს ისტორიაა და მე ვამაყობ ამ ისტორიით, ამ ლექსით, პოეტის ამ სითამამით, თან მენატრება ჯანუკი და….თქვენც გაგიზიარეთ მეგობრებო ჩემი მონატრება
“მართლა მჯიღის ხელა თუ ხარ,
შენი მჯიღის ჭირიმე ,
რად არ წუხხარ , რად არ წუხხარ,
რად არ წუხხარ ირინეს!
მიწა დასწვეს იმის ცოდვით ,
ზეცა გაახირიმეს, ვინ იცნობდით ,
ვინ იცნობდით,
ვინ იცნობდით ირინეს.
გამოცხვება კვერი ობლის,
გაუყუჩებს ტკივილებს,
ოღონდაც თქვით, ოღონდაც თქვით,
ვინ იცნობდით ირინეს.
მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში,
ცეცხლში გამოიცადა,
პოლონეთში , პოლონეთშიც საქართველოს იცავდა,
აჯანყდა და მტერი ხოცა,
ბინად ჰქონდა სანგარი,
საქართველოვ შენ ვინ მოგცა ,
შვილი დასაკარგავი !
პოვონსკაში თეთრი გორა,
მოუჩითავთ გვირილებს,
ირინოლა ირინოლა,
ირინოლა ირინე.
აჯანყდა და მტერი ხოცა ,
ბინად ჰქონდა სანგარი,
საქართველოვ შენ ვინ მოგცა
შვილი დასაკარგავი!”
ჯანსუღ ჩარკვიანი 1975 წელი”
კომენტარები