დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“უვიზო ფრენებიო ოკუპანტ რუსეთთანო… და, ეს მაშინ, როცა მსოფლიოს ცივილური ყველა ქვეყანა გაემიჯნა ოკუპანტ, თავდამსხმელ რუსეთს.
ჩვენ როგორ ვართ ოპოზიციავ და საერთოდ? აბა ჰე, პატარა პარტიებმა კიდევ დიდხანს იფიქრეთ დასხდეთ თუ არა მსხვილ პროდასავლურ პარტიასთან (ნაციონალური მოძრაობა) ერთად. აბა ჰე, კიდევ დიდხანს იფიქროს ზოგიერთმა… სწორედ ეს არის, რაც ოცნების და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
მე გადარჩენას გაერთიანებაში, ძალა ერთობით ვხედავ. თუმცა, ამ, ამ, ამ ეტაპზე… თორემ ზოგიერთი არც მე “მეპიტნავენა”, თანაც ძალიანაც არ მომწონს, მაგრამ ახლა, გაერთიანება ერთადერთი სწორი გზა არის – რუსეთი საქართველოს ებრძვის და წინ ოკუპანტი რუსეთი და პუტინია… გადარჩენისა და ხსნის ერთადერთი გზა გაერთიანებაა.
ქვეყანას ვკარგავთ პატივცემულებო.”
კომენტარები