უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე:
„2 კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს მან, ვინც ჯერ კიდევ ოცნების ამომრჩეველია და ევროკავშირიც უნდა.
1. რატომ მოუხსნა სავიზო რეჟიმი და ფრენაზე შეზღუდვა რუსეთმა სწორედ ახლა საქართველოს და მის მოქალაქეებს, რისი მიღწევა უნდა ამით პუტინს?
2. რატომ უხარია საქართველოს მთავრობას ის, რაშიც დღეს ხეირს ხედავს ევროკავშირთან ფაქტობრივად ომში მყოფი პუტინი?
მე სამეგობროში ასეთი ხალხი მგონი აღარ მყავს და იქნებ, თუნდაც ტექსტის გადაპოსტვით, მიაწვდინოთ ხმა.“
კომენტარები