ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი:
„ეჰ რა სამწუხაროა ეს ყველაფერი…
თან რაღაც მაინც ხომ უნდა იყოს, რაშიც ერთსულოვნები ვიქნებით…
და სადაც აქამდე ითმენდნენ სავიზო რეჟიმს და შემოვლით ფრენებს ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, ვინც რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, ცოტა კიდევ მოეთმინათ და პუტინის რეჟიმის განეიტრალების შემდეგ შედარებით აზრზე მოსულ რუსეთთან დაგველაგებინა სამგზავრო და სავიზო საკითხები…
თორემ ახლა ეს ინდულიგენცია რას ნიშნავს და რას მოასწავებს ეგ ხომ იმათთვისაც გასაგებია ვინც პირველივე რეისს მოასხდებიან მოსკოვის მიმართულებით. და რომ ეს ომის დამნაშავე. აგრესორი, დიქტატორი და ბავშვების სისხლით დასვრილი პუტინის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისადმი სიყვარული, პატივისცემა და მამობრივი ზრუნვა რომ არ არის ესეც ხომ ყველასთვის გასაგებია?!
ჰოდა ეროვნული შეგნებისა და თავმოყვარეობის პრობლემებისთვის გვაქვს ჯერ მისახედი.
არათუ სოლიდარობას, ელემენტარულ ჰუმანურობასაც კი ვკარგავ დღევანდელი სიახლით აღტაცებული და კონიუქტურული ვალდებულების გამო ამ ამბის გამმართლებელი ჩემი თანამემამულეების მიმართ…
და მაინც რა სამწუხაროა ეს ყველაფერი…
დიდება და გამარჯვება უკრაინას!
მშვიდობა და დეოკუპაცია საქართველოს! “
კომენტარები