თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” ყოფილმა თანამშრომელმა, გიორგი ფხალაძემ გუშინ დაწერა, რომ არ მოემსახურებოდა რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს, რომ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აეროპორტში აღარ იმუშავებს.
გიორგი ფხალაძის განცხადებას გამოეხმაურა კომპანია და დაწერა, რომ გიორგი ფხალაძე “ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა და სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ “რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება”. კომპანია არ განმარტავს, თვლის თუ არა აეროპორტის ნებისმიერ თანამშრომელს, მათ შორის პილოტს, თუ ავტოსადგომის მოლარე–ოპერატორს, კომპანიის სრულუფლებიან წევრად და მოიაზრებს თუ არა იმ გუნდის ნაწილად, რომელი გუნდიც მთლიანობაში ემსახურება აეროპორტს და იქ მისულ, თუ ჩამოსულ ადამიანებს. კომპანია წერს იმასაც, რომ გიორგი ფხალაძემ განცხადება სამსახურიდან წამოსვლის შესახებ 1 მაისს დაწერა.
გიორგი ფხალაძე “ტავ ჯორჯიას” პასუხობს და წერს:
“ტავ ურბანს, სადაც ვმუშაობდი განცხადება გაუვრცელებია თითქოს ჩემს განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობებია.
პირველ რიგში გასაკვირია კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში? მეც არ მიხსენებია არც ერთ ჩემს საჯარო გამოსვლაში მათი სახელი. იმიტომ ხომ არა, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და მიიღეს მითითება ეპასუხათ?
რომელი ფაქტობრივი უზუსტობა არის ჩემს სტატუსში?განცხადება წამოსვლის შესახებ დაწერილია? დაწერილია!დაწერილია 10 მაისს.პირდაპირი რეისის მგზავრებს მოვემსახურები?არ მოვემსახურები!კომპანია ვერსად ვერ მოიძიებს ინფორმაციას სადაც ვიძახი რომ მე ხომალდებს ვემსახურები.ვმუშაობდი ავტოსადგომის მოლარედ რომლითაც სარგებლობს ჩამოსული მგზავრიც და დამხვედრიც.კიდევ ვსვამ კითხვას, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა იმაზე რაზეც არავინ ადანაშაულებდა?”
კომენტარები