„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
“ამას მხოლოდ ქართველი თუ გააკეთებდა!
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბავშვთა საფეხბურთო ტურნირზე – “დანა კაპზე” 1997 წელს დაბადებულთა 1/32-ფინალში “ვიტ ჯორჯიას” და ნორვეგიულ “სკანდსმოს” შეხვედრაში, ნორვეგიელები ორი ავტობუსით წამოსულან თამაშზე და ერთს დაუგვიანია, ამიტომ მოედანზე 9 კაცით გამოვიდნენ. როცა “ვიტ ჯორჯია” მწვრთნელმა ზაზა დიდებაშვილმა იკითხა, რა ხდებაო, მსაჯმა უთხრა – მატჩს ვერ გადავდებ, 9 კაცით ითამაშებენ, თქვენ კი ჩვეულებისამებრ, 11 ფეხბურთელი გამოიყვანეთო.
ზაზამ თარჯიმნის პირით უთხრა: “ეგეთი მოგება არ მინდა, დაველოდოთო! მსაჯმა არ ქნა, განრიგს ვერ დავარღვევო. მაშინ დიდებაშვილმა 2 კაცი მოაკლო გუნდს და 9 კაცითვე დაიწყო თამაში!
დანა ქაფის ჟიურიმ კი მატჩის დამთავრებისთანავე, ქართველი მწვრთნელი ფეარ–პლეის საგანგებო თასით დააჯილდოვა! მატჩი კი ჩვენების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
წყარო: “ლელო”
კომენტარები