ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ რუსეთის 4-მა ავიაკომპანიამ მოსკოვიდან თბილისში კვირაში 49 ფრენის სურვილი გამოთქვა.
რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი ფრენის შესრულება Red Wings-ს უნდა, კვირაში 21 ფრენა. სახელმწიფო ავიაკომპანია აეროფლოტს კვირაში 14 ფრენის შესრულება სურს, Nordwind-ს კვირაში 7-ის, ასევე, კვირაში 7 ფრენის შესრულების სურვილი აქვს ავიაკომპანია Azimuth-ს.
გარდა ამისა, Red Wings სურს, კვირაში 7 ფრენა შეასრულოს სამარადან და ყაზანიდან თბილისის მიმართულებით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
კომენტარები