უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ოლექსი დანილოვი ომის სრულად დასრულებას ზამთარში ვარაუდობს.
დანილოვი Report AZ -სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა საჭირო დროს დაიწყება და ბრძოლა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.
“მე არ ვიყენებ ტერმინს “კონტრშეტევა”. ამის ნაცვლად, მე ვიყენებ ტერმინს “სამხედრო მოქმედება”, რომელიც გამოიყენება 2014 წლის თებერვლიდან. სამხედროებმა ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ.
ისინი პროფესიონალები არიან და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ჩვენი ჯარი მზადაა ბრძოლისთვის.მეტიც, მტერს დარტყმას იქ ვაყენებთ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელის. ამ კონტრშეტევის დროსაც ასე მოხდება. ჩვენს სამხედროებს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი აქვთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა საჭირო დროს დაიწყება და დროში თავს არ შევიზღუდავთ, ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
ზამთრისთვის გვინდა სრულად დავასრულოთ ომი”.- ამბობს დანილოვი.
კომენტარები