,,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი:
“რაც შეეხება Mercedes Fashion Week: მოდას უჭირს, არამხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერად. იმდენად უჭირს, რომ მოდის სახლები ხან სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებში რეკავენ და ჩემს კოლეგებთან მეძებენ, ( სად არის Privacy?) ხან ერთ დროს მართლაც ლეგენდარული მოდის სახლის მენეჯერები ქუჩაში შემთხვევით დანახულს მომდევენ და მეუბნებიან, რომ სად აღარ მეძებდნენ…. ეს მაშინ, როცა კონსუმერიზმი ანადგურებს დედამიწას… და მაშინ, როცა წელიწადში 9 სეზონის ტანსაცმელი და ის საღებავ შხამ ქიმიკატები რაც მათ დამზადებას ჭირდება, ანადგურებს ბუნებას და ადამიანის ჯანმრთელობას. რომ აღარაფერი ვთქვათ რკინაში, ტყავში და ჟეშტში გადახდილ ტრილიონობით დოლარზე, მაშინ, როცა ომია, როცა ამაზონის ჯუნგლები ნადგურდება და ბავშვები დედამიწაზე შიმშილობენ. დიახ, მოდას უჭირს, ვინაიდან მან ადამიანები ნარცისიზმით, სელფომანიით და ეგზიბიციონიზმით დაავადა. გაობიექტებული ქალი, სილამაზის არარეალური სტანდარტები და Artificial Intelligence ის ასობით კამერა სახეში, რაც ენერგიას გვაცლის და აღარაფერს გვიტოვებს პირადს! ეს კი მასობრივი ფსიქოზია მეგობრებო.
გადაყარეთ გუჩები, შანელები და ჰერმესის ჩანთები – ბუნება, ბუნება, ბუნება! და ადამიანი უპირველეს ყოვლისა.”
კომენტარები