,,ლელოს” წევრი, საბა ბუაძე:
,,ჭავჭავაძეზე 15 წუთის შუალედში, ბასლაინზე ჩამიშხუილა ორმა შავმა ჯიპმა, ერთმა შკოდამ, ოთხმა პატრულის ეკიპაჟმა, შავმა ფოლკსვაგენმა და დაცვის პოლიციის მანქანამ.
ეს არის ჩვენი სამწუხარო ყოფის სახე – 1. პრივილეგიაზე და “ბლატზე დახამებული” არსაიდან მოსული ხალხი; 2. კრიმინალურ პოლიციაში მომუშავე და შკოდაზე ამხედრებული არარეალიზებული ქუჩის შპანა და; 3. დეზორიენტირებული და წესრიგზე წარმოდგენის არმქონე საპატრულო პოლიცია, რომელსაც ეშინია ვინმე “ისეთი” არ გააჩეროს, ვინც სამსახურს დააკარგინებს”
კომენტარები