საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში 873,3 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორთა ჯამური რაოდენობის 25,3%-ია.
შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს თურქეთი იკავებს – 216,4 ათასი ვიზიტორით, რაც საერთო რაოდენობის 17,6%-ს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილს სომხეთი – 182,5 ათასი ვიზიტორით, რაც საერთო რაოდენობის 17,6%-ს შეადგენს.
სხვა ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობას – 50,5% 31-50 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენდნენ.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ვიზიტის მიზნების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისსა (559,5 ათასი) და აჭარაში (333,8 ათასი) განხორციელდა.
კომენტარები