ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი ლევან ბერძენიშვილის ინცინდენტზე:
„სრულიად ამაზრზენი კამპანია მიმდინარეობს ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ, ვიდეოებიდან უკონტექსტოდ ფრაგმენტების ამოჭრა, მერე იმ ვიდეოს კომენტარებში ტროლების მისევა, ვითომდა აღშფოთებული ხალხის რისხვის იმიტაციები, საჯარო ლექციაზე არშეშვება და ა. შ. ახლა კიდევ ვიღაც ნიღბიანი მუტრუკები აბირჟავებენ თურმე მის სახლთან.
მე მგონი ამ ამბების ასე დატოვება არ შეიძლება. რაღაც საპასუხო რეაქციაა დასაგეგმი, თორემ ამათ უსინდისობას, რასაც მე ვუყურებ, მუხრუჭი არა აქვს და უსინდისობასთან ერთად ტვინიც არა აქვთ იმდენი, რომ იმან მაინც გააჩეროს დაუკრეფავში გადაჭრისგან.
ქართული ოცნება / Georgian Dream სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia დიახ, დიახ, თქვენზეა ლაპარაკი, თქვენ გეკისრებათ ადამიანის მიზანმიმართულ დიკრედიტაციასა და დევნაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა.
P. S. პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსაც დავთაგავდი, რამდენადაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მისი, როგორც მინიმუმ ნებართვის გარეშე, ასეთი აქციები ვერ ჩატარდება ამ ქვეყანაში, მაგრამ მას არა აქვს ფბ. თუმცა, როგორც ცნობილია, ის ყველგან და ყველაფერშია, ამიტომ მონიშვნის გარეშეც ავტომატურად იგულისხება.
P. P. S. Levan Berdzenishvili შენ რომ გადაიტან ყველაფერ ამას (ესენი კი არა კაგებე და სავეცკი საიუზი გყავს მონელებული) და იქნები ვითარცა ტანკი, ეჭვი არ მეპარება.
Updated: ტროლები, ბოტები და მათთან გათანაბრებულები ტყუილად თავს ნუ შეიწუხებთ გამოხტომებით, რადგან ადგილზევე იქნებით დაბლოკილი და განადგურებული, თქვენი საყვარელი ენით რომ ვთქვა, “ბეზ სუდა ი სლედსტვია. “
კომენტარები