გივი ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 1933 წლის 15 მაისს დაიბადა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი დღეს 90 წლის გახდებოდა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.
გივი ბერიკაშვილს 40-მდე მხატვრულ ფილმში აქვს შესრულებული როლები, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა “მარადისობის კანონი”, “სიყვარული ყველას უნდა”, “დათა თუთაშხია”, “პეპელა”, “ნატვრის ხე”, “ღვინის ქურდები”, “მზე შემოდგომისა”, “ლონდრე”, “გიორგობისთვე” და სხვ.
გივი ბერიკაშვილი 2017 წლის 10 აპრილს, 83 წლისა გარდაიცვალა
კომენტარები