ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
,,მომრავლდნენ ამ დღეებში რუსეთთან უვიზო მიმოსვლის და ფრენების გამო აქ წყლის ამღვრევის და მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველები, იაფი და იოლი პოპულარობა რომ უნდათ. ხალხს აქეზებენ აქციაზე გამოსასვლელად ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით.
ჯერ ერთი მათ არავინ ეკითხება საქართველოს მოქალაქეები როგორ მიიღებენ და გამოიყენებენ უვიზო რეჟიმს და პირდაპირ ფრენებს. რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ხალხი მაინც ისე მოიქცევა როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.
თუმცა, მაინც არ ისვენებენ იმის იმედით, რომ იქნებ ეხლა მაინც გამოგვივიდესო სიტუაციის აყირავება. ისე თუ დააკვირდით, როგორ აქტიურად ჩაება ამ ფერხულში ერთი დიდი ქვეყნის ელჩი.”
კომენტარები