ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ირაკლი კიკნაველიძე:
“როგორც ჩანს, რუსები 2024 წლამდე საქართველოს საკითხის საბოლოოდ მოგვარებას მოინდომებენ. მოსალოდნელია რომ მთავარ კარტს გაათამაშებენ და ეცდებიან დისკუსიის წამოწყებასა და ტვინების რეცხვას, თითქოს ევროკავშირზე და ნატოზე უარის თქმით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი არსებობს. შესაძლოა “სამშვიდობო გეგმაც” შემოგვთავაზონ, რაც მათ ადგილობრივ თანამშრომლებს პროპაგანდისთვის მასალას მისცემს. რა თქმა უნდა არც დევნილებს დააბრუნებენ და არც რეალური რეინტეგრაციის გეგმა არ იქნება, მაგრამ ოცნებისთვის შესანიშნავი მასალა იქნება სამუშაოდ.
აი, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად – არჩევნები რეალურად იქნება იმაზე, გვინდა თუ არა რუსები ხელისუფლებაში ხოლო საპირისპიროდ იტყვიან, რომ ჩვენ აფხაზეთის დაბრუნება არ გვინდა და რეალურ შესაძლებლობაზე ვამბობთ უარს.
ამით ეცდებიან საბოლოოდ მოკლან და გაანადგურონ, ისედაც სუდარაგადაფარებული ქართული სახელმწიფო და ეს რესპუბლიკა.”
კომენტარები