17 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის, აშოტის გატაცება სცადეს.
სომხურ მედიაში წერდნენ, რომ აშტის გატაცება სცადა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – ვაჟთა ძახილი. ამავე ცნობით, ამ ორგანიზაციის წევრებმა სომხეთის პრემიერის შვილი აიძულეს ჩამჯდარიყო მანქანაში, თუმცა, აშოტმა ავტომობილიდან გადახტომა შეძლო, რა დროსაც ფეხი დაიზიანა.
სომხეთის პოლიციის ცნობით, საქმე საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.
კომენტარები