” ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ,
თინა ბოკუჩავამ, განაცხადა:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში
არსებული კლანის განმტკიცების ყოველგვარ მცდელობას. კლანის გაძლიერება
პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და ეროვნულ
ამოცანას – ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო,
რომ არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
კლანის გამტკიცებას არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი,
თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. კენჭისყრის შემდეგ,
ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან
დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ
მიეღოთ მას შემდეგ, რაც მათ მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის
განმტკიცებას. სხვაგვარად ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, რომ ცალმხრივად მიგვეღო
აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი
ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ იმას, რომ კლანის გაძლიერება
გაგრძელდეს, მათ შორის ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით.
არანაირ მასკომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია, მე მათ დავუსვი ერთი კითხვა, როდის იყო
ბოლოს, როდესაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებასთან“
უნისონში იმოქმედა საპარლამენტო ფორმატში ადა ამის შესახებ არ ყოფილა არანაირი
მსჯელობა ფრაქციის ფარგლებში, ასეთი შემთხვევა მათ ვერ დაასახელეს და ვერც
დაასახელებდნენ. შესაბამისად, არანაირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია და
დანარჩენთან დაკავშირებით, ძალიან მწვავე კითხვებს, რომელიც არსებობს
საზოგადოებაში, თვითონ გასცემენ პასუხს, რადგან ეს კითხვები ნამდვილად
ლეგიტიმურია. საუბარი გვაქვს ეროვნული მნიშვნელობის თემაზე და ეს არის
სასამართლოს დამოუკიდებლობა.“
კომენტარები