სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 25 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შუამავლობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გაიმართება.
გარდა ამისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 19 მაისს მოსკოვში ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართება. მისი თქმით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე რუსეთში იმყოფება.
სომხეთის პრემიერის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. პირველ ივნისს კიშინოვში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის ფარგლებში, ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც მათ გარდა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
“ასეთივე ხუთმხრივი შეხვედრა ასევე დაგეგმილია ოქტომბერში, ქალაქ გრანადაში. შემდეგი სამმხრივი შეხვედრა კი ბრიუსელში, ივლისში გაიმართება”. – თქვა ფაშინიანმა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები