მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა ბუქარესტში, უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე, განაცხადა:
“მოლდოვა აღარ არის დამოკიდებული რუსეთისგან გაზის მიწოდებაზე, რადგან ის ახლა სრულად არის ინტეგრირებული ევროპის ენერგეტიკულ ქსელში.”
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს მოლდოვა 100%-ით იყო დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.
„მოლდოვას აღარ სჭირდება რუსული გაზი, ის ინტეგრირებულია როგორც ტექნიკურად, ასევე კომერციულად ევროპის ენერგეტიკულ ქსელში“, – განაცხადა რეჩანმა.
მოლდოვამ ასევე გააორმაგა სამხედრო ბიუჯეტი იმ ფონზე, როცა ოფიციალური კიშინიოვმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს, მათ შორის სპეცსამსახურების დახმარებით.
კომენტარები