იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, გააგრძელონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირონ უკრაინას. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერმა ხუთშაბათს ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ერთხმად ვთანამშრომლობთ თანამოაზრე ქვეყნებთან, მათ შორის G7-ის წევრებთან და შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ასევე ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ” – განაცხადა კიშიდამ.
თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე დააზუსტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე G7-ის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ფრონტზე არსებული ვითარების განხილვა და უკრაინის სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელება.
კომენტარები