BM.GE-ს ცნობით, სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.
2023 წლის 4 თვეში რუსეთის ფედერაციამ საქართველოდან 226 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტი იყო. მათ შორის, 750%-ით გაიზარდა საქართველოდან დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელების ექსპორტი რუსეთში. თუკი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 2 მილიონ დოლარს (3.2 ათას ტონას) შეადგენდა, წელს ის 17 მილიონ დოლარამდე (23 ათას ტონამდე) გაიზარდა.
ექსპორტის ასეთ ზრდას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იწვევს, რადგანაც ქვეყანა უკვე დატოვეს ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Coca-Cola და Pepsi. ბაზარზე არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, რუსეთმა პირდაპირი და პარალელური იმპორტით დაიწყო შაქრიანი სასმელების იმპორტი, მათ შორის გაყიდვები გაეზარდათ ქართველ მწარმოებლებსაც, რომელთა საქონელიც რუსეთში გაზრდილი რაოდენობებით გადის.
მთლიანობაში, 2023 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან 31.2 მილიონი დოლარის ღირებულების დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 89%-ით არის გაზრდილი.
გაზიანი სასმელების 5 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ასე ნაწილდება:
რუსეთის ფედერაცია – 17 მილიონი დოლარი, 23 ათასი ტონა;
ყაზახეთი – 3.7 მილიონი დოლარი, 5.6 ათასი ტონა;
სომხეთი – 3.6 მილიონი დოლარი, 4.5 ათასი ტონა;
აზერბაიჯანი – 3.4 მილიონი დოლარი, 5 ათასი ტონა;
ისრაელი – 0.8 მილიონი დოლარი, 1.1 ათასი ტონა.
“ტელეკომპანია იმედის” ცნობით, BMG-ი საქსტატისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელმა კომპანიებმა გაიტანეს უცხოეთში ყველაზე დიდი მოცულობით გაზიანი სასმელები ექსპორტზე. საქსტატის განმარტებით, ისინი ვერ წარადგენენ ინფორმაციას უშუალოდ კომპანიების რიგითობის თაობაზე, მაგრამ გაასაჯაროებენ რიგითობის გარეშე ტოპ ათეულში მყოფი კომპანიების სახელებს.
საქართველოდან შაქრიანი და გაზიანი სასმელების უმსხვილესი ექსპორტიორები (წარმოდგენილია რიგითობის გარეშე):
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი;
სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
სს „ლომისი“;
სს „ქართული ლუდის კომპანია“;
სს „წყალი მარგებელი“;
შპს „ალფა“;
შპს „ბრავო“;
შპს „ბუმ გრუპი“;
შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“
შპს ლოადს
კომენტარები