“პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც მოსკოვიდან ჩამოფრენილ პირველ რუსულ ავიახომალდს გამოჰყვა, თბილისის აეროპორტში, ამბობს:
“გახსოვთ რა გითხარით? დაახლოებით 1 თვეში ველოდებით ორივე აქტის აღდგენას თქო. ახდა?! 7 დეკემბრიდან დღემდე ძალიან დიდი დროა გასული, 6 თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების ფარგლებში ვიყავით და განისაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიამიმოსვლა”
შეგახსენებთ, რუსეთიდან დღეს პირველი ავიარეისი შესრულდა. Azimuth Airlines- ის ხომალდს აეროპორტში აქციით დახვდნენ.
კომენტარები