ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“ჩემო მეგობრებო!
ჩვენი ქვეყანა უკანმოუხედავად მიექანება რუსეთში!
ამის შემოქმედი კი ქოცხელისუფლებაა!
დღეს ვუყურებ და პოლიცია აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც აპროტესტებს რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენას!
ძალიან ბევრ, ღირსეულ პოლიციელს ვიცნობ, მაგრამ!!!
დღეს თქვენ არ იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს!
თქვენ იცავთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს!
თქვენ ხელს უწყობთ ქვეყნის ოკუპაციას!
რუსეთი გვიპყრობს და მალე შესაძლოა ძალზედ გვიანი იყოს!
ამ რეისების აღდგენა არ არის ეკონომიკურ-ფინანსური აქტი!
ეს არ არის იმ 112 000 ეთნიკური ქართველის ვითომ მხარდაჭერა, საიდანაც 90% საქართველოს მოქალაქეც კი აღარ არის!
ეს არის რუსული ექსპანსიის გაგრძელება, საქართველოს სრული ოკუპაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი!
რუსეთი ამჯერად სხვაგვარად იპყრობს საქართველოს!
ყველა ერთად დავფიქრდეთ, გადავწყვიტოთ, თუ რა გვინდა, რუსეთის სრული და საბოლოო მონობა თუ ბრძოლა და თავისუფლება!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!
ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის დროა!!!”
კომენტარები