თბილისის ქუჩებში გამოკრულ „მაკდონალდსის“ ბანერებს მწვავე პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა. 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს – თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ამ შინაარსის გამო, ბანერებს კომპანია უკვე ცვლის.
„ეს იყო UNICEF-ის გლობალური პროგრამა და ეს ბილბორდი აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს. ეს შეცდომაა, რისთვისაც, ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა. ამიტომ ჩამოვხსენით ეს ბილბორდები. არ მიყვარს არასწორი თემების გაკეთება, მერე ბილბორდი, მერე იმ თემის არასწორად გაგება. მე არ ვარ ამ ბილბორდის მომხრე, იმიტომ, რომ პროგრამა, რომელიც ჩვენ დასახული გვქონდა UNICEF-ის ფილოსოფიით დატვირთული, უფრო ქველმოქმედებაზე იყო აგებული, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე. კონკრეტული მიზანი გვქონდა, UNICEF-ის პროგრამა იყო, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დღეს უნდა გაგვეკეთებინა ქველმოქმედება და დევნილთა სამინისტროში გადაგვერიცხა რაღაც თანხა. ემოციური უფრო ვარ დღეს, ვიდრე პროფესიონალი. იმდენად გამომიყვანა წყობიდან ამ ბილბორდმა, რომ გაგრძელებაზეც აღარ ვფიქრობ.”
კომენტარები