ლელოს წევრი, ირაკლი კუპრაძე, რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან:
ეს არის საოკუპაციო მემორანდიმუ პუტინის რუსეთთან, ჩუმი ანექსია. ეს მემორანდუმი გააფორმა ქართულმა ოცნებამ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია. გამოსავალი ერთია – სავიზო რეჟიმი, რომელიც შეზღუდავს რუს მოქალაქეთა უზარმაზარ ნაკადს, რომლებიც რისთვის ჩამოდიან, არავინ არ იცის, მაგრამ ყველამ იცის როგორ იყენებს რუსეთი თავის მოქალაქეების სხვა ქვეყანაში ყოფნას. როცა ზახაროვა, სიმონიანი, ლავროვი, პუტინი აქებს ქართულ ოცნებას, ვხედავთ რა მდგომარეობაში ვარდება სახელმწიფო.
წინასწარ იცოდნენ, როცა 1 კვირით ადრე მიდიოდა ღრეობა გაიაშვილის სახლში და პრემიერ მინისტრი იყო ერთ–ერთი კერძო კომპანიის დირექტორის სახლში და მიდიოდა ღრეობა, აღნიშნავდნენ რუსეთთან ფრენების აღდგენას. ეს არის დანაშაული საქართველოს ევროინტეგრაციის გზის წინააღმდეგ. არსებობს სანქციების რეალური საფრთხე. მათი ნაბიჯები ამ ქვეყანას უქადის სანქციებს. ყველა ამ ნაბიჯზე პასუხისმგებლობა ენიჭება ივანიშვილს, რომელიც თავად არის ამ გადაწყვეტილების მიმღები.
ვალერი კვარაცხელიას შვილის “4 წინასწარმეტყველება” – “შე@ეცი ნოსტრადამუსს” – ჯაფარიძე
კომენტარები