ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში – ცოტა ხნის წინ, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო.
კადრებში ჩანს, რომ “ოცნების” დეპუტატი დაჩი ბერაია ვაშაძეს აგინებს და მისკენ იწევს. დაპირისპირება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა განმუხტეს, თუმცა ვაშაძეს სიტყვიერად “ოცნების” სხვა წარმომადგენლებიც დაუპირისპირდნენ.
ფოტო და ვიდეოკადრები – მთავარი არხი
კომენტარები