მთავარი არხი ავრცელებს კადრებს კახეთიდან, ლავროვის ოჯახის წევრების დროსტარება – ქორწილის პირველი დღის კადრები.
შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეების წყვილმა დღეს უკვე გააფორმა ქორწინება თბილისში და ხვალ სასტუმრო კომპლექს “ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა”-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართავს. სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი უმრავლესობა უკვე საქართველოშია – ნაწილი ახაშენის სასტუმროში, ნაწილი კი ყვარლის ტბის პირას.
კიდევ უფრო სკანდალური ამ ისტორიაში მეუღლეებისა და მათი სტუმრების ვინაობაა. “მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ საქართველოში ქორწინებისთვის ჩამოსულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის ძმა. ანუ ეკატერინე ლავროვას ქმრის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმა გადაიხდის ქორწილს ახაშენში. დიდი ალბათობით, ხვალ კახეთში სერგეი ლავროვის ქალიშვილსა და სიძესაც ელოდებიან და ცნობილი ფაქტია, რომ ორივე მათგანი დასავლეთის მიერ არის დასანქცირებული.
კომენტარები