დიპლომატი გიგლა ბარამიძე:
,,ძვირფასო მეგობრებო,
რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის?
ერთი უმთავრესი:- ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო!
იმ წუნკლებს, რომელთაც, საქართველო აფხაზეთ- სამაჩაბლოს გარეშე დაუსახავთ, მათი ადგილი, ჩვენს ქვეყანაში არ არის!!!
და ბოლოს, ვინმე ფ. ასლი, მარტო როდია, ის, საქარველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს.”
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ დაწერა:
,,თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს:
მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?”
კომენტარები