იყო თუ არა თბილისსა და მოსკოვს შორის გამართულ ფარულ მოლაპარაკებებში ჩართული ოთარრ ფარცხალაძე? – ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ოკუპანტებთან შუამავლად სწორედ ყოფილი პროკურორი ყოფილიყო მივლენილი.
ხატია დეკანოძე ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და ხალხს საჯაროდ უნდა მოუყვეს, რუსეთთან შეთანხმების დეტალები:
ფაქტია, რომ იმ გადაწყვეტილებებზე, რა გადაწყვეტილებაც მიიღო “ოცნებამ” რუსეთთან მიმართებაში არსებობს ფარული შეთანხმებები და ეს ფარული შეთანხმება ალბათ არის არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი საკომუნიკაციო არხი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ივანიშვილისა და კონკრეტული რომელიმე რუსი ოლიგარქის საკომუნიკაციო არხი, დასანქცირებულის მათ შორის. არ გამოვრიცხავ არც ფარცხალაძეს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ ნება უნდა იბოძოს, გამოვიდეს და ხალხს ღიად და საჯაროდ მოუყვეს, რა სახის შეთანხმება მზადდება რუსეთთან და როგორია ამ შეთანხმების დეტალები. ფაქტია, რომ ეს არის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ანექსია”. – ამბობს დეკანოიძე.
ტვ პირველი
კომენტარები