,,მიუსაფარ ცხოველთა ჯგუფში” ერთ-ერთი წევრი ასეთ ისტორიას წერს:
,,მიუსაფარი ძაღლი , რომლესაც ყველა უბნიდან სდევინდნენ თავისი სიდიდის გამო , დღეს გველისგან დაგვიცვა( თავიდანვე ავღნიშნავ ძალიან შემეცოდა გველი თუ ხოკერა)…….. ძროხა დროებით გვყავს დაბმული ( სანამ ღობე გამარგდება) ჩემი და ყვავილებს რგავდა , უცებ ძაღლი აწრიალდა და იწევდა ამიშვიო, ვიფიქრე მოსაქმება უნდოდა ( იმ ადგილას არ ისაქმებს სადაც დაბმულია) ავუშვი , მივიდა ჩემს დასთან სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით დადგა და უცებ ვხედავ გველს ანარცხებს მიწაზე .. მოტროალდა
და ჩემს დას დაუდგა წინ.. ეს ალბათ ხოკერაა, მაგრამ ათასი შხამიანიც რომ ყოფილიყო იგივეს იზავდა…..საერთოდ არ ვაპირებდი ამ ამბის დაწერას უბრალოდ მინდა იცოდეთ სანამ რომელიმე ჯიშს არჩევთ არიქა დაგიცავთ , ხასიათებს კითხულობთ , ვალებს იღებთ და ყიდულობთ არსებობენ მიუსაფრები რომლებიც სიცოცხლეს გაწირავენ თქვენს გამო( ჯიშის მოძულე ნამდვილად არ ვარ ძალიან მიყვარს მე თვითონ ლაბლადორი) უბრალოდ მიუსაფრებმა სხვანაირი სიყვარული იციან… ძროხას ისტორია;
ვაზისუბნიდან გადმოსვეს ჩემს უბანში აგრესიის გამო . არც ჩემთან ეხატებოდათ ბევრს სიდიდის გამო გულზე,მაგრამ დაშავებით არაფერს უშავებდნენ ნამდვილად, იმ პერიოდში გავაჩუქე კიდეც ძალიან კარგ ოჯახში ,მაგრამ დილის ხუთზე დამადგა სახლთან ბედნიერი სახით , გამოიპარა, მის მერე ჩემთანაა, ეხლა უკვე კერძოშია სხვა რამდენიმე ძაღლთან ერთად ჩვენი დარაჯი.. ჩვენი ერთი დღის ამბავი , ვისთვის მაწანწალა ძაღლის , ჩემთვის კი ერთგულის .. რამდენიმე დღეში გამოვიძახებ ცხოველთა მონიტორინგს და შევაწამლინებ მიწას , რომ აღარ გვესტუმრონ ,
არც თვითონ დაშავდნენ ,არც ძაღლები და მეც არ გამისკდეს გული(არ კლავენ წამლავენ ტერიტორიას, რომ არ შემოვიდნენ)”
კომენტარები