უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინას არ შეუძლია მოიგოს რუსეთის წინააღმდეგ ომი. მან Bloomberg-თან თქვა, რომ ესმის “რამდენად იტანჯებიან უკრაინელები”.
“დააკვირდით ციფრებს, გარემოს, იმ ფაქტს, რომ ნატო არ არის მზად ჯარების გაგზავნისთვის, აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელებისთვის გამარჯვება არ არის. […]
მე ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე… ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, როგორც მე, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს”, – თქვა ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, რის შემდეგაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
მთავარი არხი
კომენტარები