თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანია დღეს, 22 მაისს, ამჯერად რეგიონში ყველაზე დიდ მუსიკის ფესტივალთან, Tbilisi Open Air-თან ერთად დაიწყო. თიბისი ციფრული ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიგონ ფესტივალზე დასასწრები სამდღიანი აბონემენტები.
კამპანია 22 მაისიდან, 18 ივნისამდე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, თითო კვირაში გათამაშდება 125, ჯამში კი 500 ცალი აბონემენტი.
როგორ დასაჩუქრდე აბონემენტით?
აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველვკვირეულ თამაშში. ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის სამდღიან აბონემენტს.
რა მოხდება, თუ ერთი დღის მისია გამოტოვე?
თითოეული დღის მისიის შესასრულებლად ზუსტად ერთი კალენდარული დღე, ანუ 24 საათი გექნება. თუ დღის განმავლობაში ვერ მოასწარი მისიის სრულყოფილად შესრულება, ან დღის მისია გამოტოვე, ყოველკვირეულ თამაშს გამოეთიშები და მიმდინარე კვირაში ბილეთების მოგების შანსს დაკარგავ. ამიტომ მისიები რომ არ გამოგრჩეს, ყურადღებით ადევნე თვალი ციფრულ ბანკს.
ვინაიდან თამაში ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება, დღის მისიის გამოტოვების შემთხვევაში, შენ მაინც გექნება შანსი მონაწილეობა მიიღო მომავალი კვირის თამაშში, ამიტომ მოემზადე მომდევნო ორშაბათისთვის.
როგორი იქნება ყოველკვირეული ფინალი?
კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით.
აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა გქონდეს თამაშში ჩასართავად?
თამაშში მონაწილეობისთვის აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: iOS 4.35.1, Android 6.35.4
ხოლო, მოწყობილობის ოპერაციული სისტემა განახლებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგ ვერსიებამდე: iOS – 15.1, Android – 6.0
უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებ-გვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში.
შეგახსენებთ, თიბისის ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი
კომენტარები