მმართველი პარტიის ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელ პოლიკურ თამაშს იწყებს. მან დღეს პარტია “თაობები საქართველოსთვის” ოფიცალურად დაარეგისტრირა.
შალელაშვილი არ მალავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ცხობრებაზე გავლენა ახლაც აქვს, თუმცა მიაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო.
ბატონი ბიძინა იქნება ის გარანტი, რომელიც თუ მართლა მისი პარტია გაიმარჯვებს, რომ მან სწორად და გამართულად მართოს კიდევ 4 წელი. ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ მისცემს კრედიტს, რომ ის ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში. რა თქმა უნდა, ერევა და ვიცით ჩვენ მისი გავლენები პოლიტიკაზე, მაგრამ როდესაც მას პასუხისმგებლობა ექნება და ის პრემიერ-მინისტრის რანგში იქნება, ჩვენ, საზოგადოება მას მოვთხოვთ. თუ ის დაბრუნდება პლიტიკაში და ჩაუდგება „ქართულ ოცნებას“ სათავეში და „ქართული ოცნება“ მისი ლიდერობით მოიპოვებს პირველ ადგილს, გაიმარჯვებს არჩევნებში, მე მასთან ვითანამშრომლებ. ბიძინა ივანიშვილს მარტო ჩემი აკოპმლექტება თუ დასჭირდება, მე მას არ დავუკომპლექტებ, თუ მეორე და მესამე ოპოზიციური პარტია არ იქნება. პარტიები ვერ განვითარდება, სამწუხაროდ, 5%-ით, პატარ-პატარა პარტიები ვერ მოხვდებიან პარლამენტში და ვერ გავნითარდებიან, – თქვა შალელაშვილმა.
ყოფილი დეპუტატის მმართველი გუნდიდან წასვლა შვილის საერთაშორუსო სკანდალში გახვევას დაემთხვა. გარი შალონი კიბერდანაშუალის გამო, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფული მითვისებას ედევაბიან, ამერიკელი სამართალდამცველების ინტერესის ობიექტი გახდა.
ცნობილია, რომ შალელაშვილის ვაჟი ფულს “ქართუ ბანკში” აბანდებდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშილის ამის შესახებ მის პოლიტიკაში მოსვლამდეც იცოდა.
ჩემი შვილის თანხები, რაც იყო დაბანდებული, მან, სანამ მე „ქართულ ოცნებაში“ მოვხვებოდი, იცოდა. ჩვენი ოჯახის ირგვლივ როგორი ვიტარება იყო, სიცოდა და ჩვენ ურთიერთთანხმობით გადავწყვიტეთ, რომ მე მოვსულიყავი პოლიტიკაში. ურთიერთთანხმობით გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან და ახლა დამოუკიდებლად გადავწყვიტე, მხოლოდ მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ჩვენს ქვეყანას დავეხმაროთ დაცავებათ ქვეყნის სამსახურში. ეს არის და ეს, – ამბობს შალელაშვილი.
შალელაშვილი, რომელსაც სამი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ამბობს, რომ მის პარტიას უცნობი სახეებით დააკომპლექტებს.
სამი ქვეყნის მოქალაქეობა მაქვს. კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება პარტიის შექმნას. მე, მართალი გითხრათ, მაგ საკითხზე ყურადღება არ გამიმახვილები, მაგრამ ჩენ იურისტებს, ვინც აყალიბებს იურიდიულად, გავლილი აქვთ ყველაფერი და არ მგონია, რომ კანნონსაწინააღმდეგო იყოს რამე, – ამბობს შალელაშვილი.
ტვ პირველი
კომენტარები