კახეთში 50 წლამდე ქალი მოკლეს – უზბეკეთის მოქალაქეს ძალადობის კვალი აღენიშნება.
მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 60 წლამდე კაცი დააკავა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა მეგობარი ქალი მოკლა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში ჩააგდო.
ირკვევა, რომ მოკლული და სავარაუდო მკვლელი ერთად ცხოვრობდნენ, მკვლელობის მოტივი კი სავარაუდოდ, 10 000 დოლარი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს მძიმე სენი დაუდგინდა და დანაზოგი რომელიც სამკურნალოდ სჭირდებოდა, მეგობარმა კაცმა წაართვა. კაცი ახმეტაში ცხოვრობს.
საქმეზე გამოძიება 108- ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
კომენტარები