“სტრატეგია აღმაშენებელი” უერთდება ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება.
“ერთ წელზე მეტი გავიდა რაც ივანიშვილის რეჟიმმა უკანონოდ გამოკეტა ნიკა გვარამია საპატიმროში. მოვითხოვთ, რეჟიმის მიერ უკანანოდ დაკავებული პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამია არის პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ პრეზიდენტმა უნდა აღადგინოს სამართლიანობა.
თავისუფლება ნიკას!
თავისუფლება საქართველოს! “ – ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
კომენტარები