თბილისში აქტივისტებმა საღებავები შეასხეს ავტობუსს, რომელიც, ტრანსპორტზე განთავსებული წარწერის მიხედვით, ერთ-ერთ რუსულ ფოლკლორულ ანსამბლს ეკუთვნის. ფოტოებს მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს.
ანსამბლი “კამუშკა” რუსეთში, პერმის მხარეში მოქმედებს.
თებერვალში “კამუშკამ” “სამშობლოს დამცველის” დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების დროს პერმის გუბერნატორმა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოები გადასცა სამხედროებს, რომლებმაც მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში მიიღეს მონაწილეობა.
მოძრაობა სირცხვილია, ავრცელებს ფოტოებს და წერს:
“ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია.
ანსამბლი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს”
კომენტარები