პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“რუსეთს უყვარს სიმბოლოები, ქართული გვარ-სახელის მატარებელ მენტალურ რუსებსაც უყვართ ყველაფერი, რაც კრემლისთვის ძვირფასია… #️⃣
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს “ურალის” ანსამბლი თბილისში ხვდება… თანაც მაშინ, როცა ჩვენი რუსული მთავრობის გამო აშშ-მ ანსამბლი “მართვე” შტატებში არ შეუშვა…
26 მაისს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ევროკავშირის დროშის გარეშე ვხვდებით… რუსულმა ოცნებამ ევროკავშირის სიმბოლიკა უბრალოდ გააქრო…
ამათ მართლა სჯერათ, რომ დროშას თუ ჩამოხსნიან ორჯერ რეფერენდუმ გამოვლილ ქვეყანაში, სადაც 90 პროცენტზე მეტი ევროინტეგრაციის მომხრეა, ღირებულებებსაც გაგვიქრობენ.
#შინევროპაში ჩვენი ღირებულება და ბრძოლის მთავარი მიზანია, რომელსაც ვერ ჩამოხსნით, ვერ გააქრობთ და ვერ შეგვიცვლით დასავლურ “კომპასს”.
ქართული ოცნება / Georgian Dream ჩვენ ქვეყანა დასავლურ ოჯახში გვიყვარს, ამიტომ ვერ გაგვარუსებთ, ვერ გაგვაქრობთ, ვერ დაგვაჩოქებთ.
ისე კი ყოჩაღ ოლიგარქო, კრებსითი როდიონოვები, რომლებიც გუნდში და მხარდამჭერებში გყავს კარგად შეარჩიე, იშვიათი გარეწრების შესარჩევი კონკურსი მოგებული გაქვთ.
ახლა ჯერი, ჩვენზეა – არა გავრილოვს, არა რუსულ კანონს, არა ელარჯის წელვას, არა რუსულ ფრენებს, არა რუსულ დროშებს, არა ლავროვს, არა ურალს კი არა, არა რუსულ მთავრობას საქართველოში ამ იდეის ირგვლივ უწყვეტ რეჟიმში თუ სასწრაფოდ არ გავერთიანდით, მალე აქ ქართული შრიფტითაც ვეღარ დავწერთ PY-ს დავიყენებთ
ასე რომ წინ თავისუფალი ევროპული სამშობლოსკენ
არა რუსულ მთავრობას “
კომენტარები