შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის [რამშტაინი] შეხვედრაზე, რომელიც დღეს ონლაინ ფორმატში გაიმართა, განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინას ეძლევა, არის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები, რომელსაც უკრაინას აწვდიან აშშ–დან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან და აღნიშნა: “უკრაინელებმა რუსული რაკეტები სიზუსტით ჩამოაგდეს.”
“ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ცის დაცვაში და უკან არ დავიხევთ. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო სივრცეში დომინირება…პუტინმა ფსონი დადო, რომ ჩვენი ერთობიანობა დაინგრეოდა, მაგრამ ჩვენ ვართ იმაზე უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე. „რამშტეინი“ არ აპირებს უკან დახევას უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად “- თქვა ოსტინმა
კომენტარები