კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური:
“გახარებული ვარ და მინდა გითხრათ მიზეზი, გუშინ ტაძარში აივანი რომ გავაკეთეთ, ამაღლებისთვის სასწრაფოდ საჭირო გახდა შესაფერისი ზომის მედავითნეთა კათედრის დამზადება. მივედი ხელოსანთან, არ ჰქონდა მასალა, გაიქცა თბილისში, იყიდა, აგვიწყო და მოგვიტანა. უკან მოიტანა მიცემული თანხაც. ეს ბიჭი ტაძარში არ დადის, მაგრამ როგორი ქრისტიანია? ამიტომ ვამბობ, ყველა ფასდება ქცევით და არა სტატუსით. ვირი სულ ცხვარშია მაგრამ მეცხვარე ხდება? ასეა ის ხალხიც ვინ ტაძარში დადის მაგრამ არაკაცური ქცევები აქვს, მსახიობობს, ანგარებიანია, მოღალატეობს და ა.შ. მორწმუნე საუკეთესოს ნიშნავს.”

კომენტარები