პარლამენტთან მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირის დროშებით მსვლელობით მივიდა. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ, რათა მოქალაქეები თავისუფლების მოედნისკენ აღარ წასულიყვნენ.
დააკავეს ერთი პირი, რომელსაც არასრულწლოვან შვილთან ერთად თავისუფლების მოედანზე, იმ ტერიტორიაზე უნდოდა შესვლა, სადაც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.
საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე, მედიასთან ამბობს:
“ჩვენ განვუმარტეთ მოქალაქეებს, რომ ღონისძიება ტარდება აქ თავისუფლების მოედანზე და აქცია შეუძლიათ ჩაატარონ პარლამენტის წინ… არასრულწლოვანებთან თუ ისე იყო, ბიჭებს ეჭიდავებოდა და არაერთხელ მოუწოდეს და ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორიდორი დასაკავებელია”
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა მსვლელობა, სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას” მას შემდეგ დააანონსეს, რაც 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ დეკორაციებში ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენა.
კომენტარები